ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შენობაში მცხოვრები ადამიანები მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ და რამდენიმე საათით ადრე მათი ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია განხორციელდა ახლოს მდებარე შენობებიდანაც.
ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.
„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სულ მცირე 6 რაკეტა გაუშვეს.