logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ის გარემოება, რომ პარტიები 6 თვის განმავლობაში ფასილიტატორების მეშვეობით ურთიერთობდნენ, არაბუნებრივი და სამარცხვინოც იყო
- +

12 მაისი. 2021. 00:20

 

 

„თავისთავად ის გარემოება, რომ პარტიები ამდენი ხნის განმავლობაში ფასილიტატორების მეშვეობით ურთიერთობდნენ, რაღაც მომენტში ეს არაბუნებრივი და სამარცხვინოც იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში განაცხადა.

 

„არ შეიძლება, პარტიებს შორის ისე იყოს დამწვარი ხიდები, რომ კომუნიკაცია არ ჰქონდეთ, ამიტომ შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ეს ურთიერთობა შესავლის გარეშე საქმიან ვითარებაში დაიწყო და ჩანდა, რომ საერთო ჯამში, ყველა აქეთკენაა მოწადინებული - იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა, მიზანი - ჩვენი ქვეყნის წინსვლა და აქედან გამომდინარე მოხდება ამ ფორმატების გამოყენება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა იმ ჯგუფმა, რომელიც თებერვალში შეიქმნა საარჩევნო სისტემის რეფორმირების მიზნით. პაპუაშვილის განცხადებით, კაჭრეთში ოპოზიციისა და პოზიციის ორდღიანმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საკითხების უმეტესობა გავლილია და საკამათო თემები არ არის.

 

პაპუაშვილის განმარტებით, არის ერთი საკითხი, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები ვენეციის კომისიასაც ჰქონდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner