logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
- +

12 მაისი. 2021. 00:34

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

 

მისი თქმით, Facebook-მა ოპერატიულად უპასუხა პოლიტიკაში ხანმოკლედაც ვერშემდგარ ნანული ჟორჟოლიანს და მის ამ განცხადებას სიყალბე მიაწერა.

 

„ინტელექტთან მწყრალად მყოფმა, სააკაშვილის მარიონეტებმა, ე.წ ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ და ნანული ჟორჟოლიანმა მათი სექტის ბელადის თუ ამ უკანასკნელის ტელეგამხოვანებლის, ნიკა გვარამიას ინსტრუქციით, დაწერეს, რომ თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

Facebook-მა ოპერატიულად უპასუხა პოლიტიკაშიც ხანმოკლედაც ვერშემდგარ ნანული ჟორჟოლიანს და მის ამ განცხადებას სიყალბე მიაწერა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მრჩევლის, ნათია სხვიტარიძის განმარტებით, გავრცელებული ე.წ. სტატისტიკა არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე და „სქრინებს“ აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner