logo_geo
eng_logo
ირაკლი ალასანია: მინდა, უკეთესი საქართველოსთვის თანამოაზრეები გავხდეთ, ამის შესახებ კვირიკაშვილსაც ვუთხარი
- +

4 მარტი. 2016. 23:15



 

„მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვხდებით და ხალხთან ურთიერთობაში ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.


მისივე თქმით, NDI-ის კვლევის მიხედვით, პარტიას მზარდი მხარდაჭერა აქვს.


ჩემი აზრით, ეს ტრაექტორია არ შეიცვლება და მხარდაჭერა უფრო გამყარდება. კოალიციიდან წამოსვლისას 10 %-იანი მხარდაჭერა გქვონდა. ვვარაუდობ, რომ არჩევნებამდე ამის გასამმაგებას შევძლებთ და უკვე არჩევნების დღეს უმრავლესობის მხარდაჭერას მივიღებთ. გვაქვს მყარი იმედი, რომ ხმების უმრავლესობას დამოუკიდებლად მოვიპოვებთ. ჩვენ შევძლებთ ამომრჩეველთა იმ 60 %-ის კონსოლიდაციას, რომლებსაც, კვლევების მიხედვით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ხმას ვის მისცემენ",- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.


ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის აზრით, „ქართული ოცნების" გარდა, კოალიციის არც ერთ სუბიექტს დამოუკიდებელი თამაშის რესურსი არ აქვს, ამიტომ, ბუნებრივია, კოალიციიდან წასვლა არავისუნდა.


ბრძოლა კვოტების განაწილებაზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე დადის. შესაძლოა, როგორც მათ ოპონენტს, უნდა მიხაროდეს კიდეც შიდა განხეთქილება, მაგრამ სრულებით არ მიხარია. სამწუხაროა, რომ კოალიციას არც საკუთარი ხალხის ესმის და როგორც აღმოჩნდა - საკუთარი თავისაც",- მიიჩნევს ირაკლი ალასანია.


იგი დარმწუნებულია, რომ „კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული".

 

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების კონსოლიდაცია შეუძლია, "თავისუფალი დემოკრატებია". მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოლიტიკური ძალების ოპონენტები ვართ, მინდა, უკეთესი საქართველოსთვის თანამოაზრეები გავხდეთ. ამიტომ, ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ამის შესახებ პრემიერ კვირიკაშვილსაც ვუთხარი",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner