logo_geo
eng_logo
„ნიცაში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანობის მნიშვნელობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“
- +

15 ივლისი. 2016. 16:54


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.



საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩვენს კოლეგებს საფრანგეთის პარლამენტიდან და სრულიად ფრანგ ერს, გუშინ ნიცაში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. შეუძლებელია, სიტყვებით გამოვხატოთ ის მწუხარება, რასაც ამ წუთებში განვიცდით.

 

ბასტილიის აღების დღის ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა მიმართოს თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი სენის დასამარცხებლად.

 

ამ რთულ, მტკივნეულ წუთებში, ჩვენ ვდგავართ საფრანგეთის გვერდით და გამძლეობას ვუსურვებთ ამ შემაძრწუნებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს",- ნათქვამია დავით უსუფაშვილის სამძიმრის წერილში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner