logo_geo
eng_logo
ბენიემინ ნეთანიაჰუ: „ჰამსასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ისრაელზე თავდასხმები ძვირად დაუჯდება
- +

12 მაისი. 2021. 01:33

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო იერიშების შემდეგ აცხადებს, რომ „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტული დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები.

 

„სისხლი მათ ხელზეა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე და ამ ანკლავში რეიდებს განაგრძობენ.

 

ნეთანიაჰუ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ყველა უსაფრთხოების მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner