„ვფიქრობ, რომ ბევრს აქვს ამ ქვეყანაში ბოდიში მოსახდელი თამარ ჟვანიასთვის“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში ცესკოს თავმჯდომარეს ბოდიში ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ უნდა მოუხადოს.
„ვინაიდან სწორედ მათი პარალელური დათვლის „შეცდომებმა“ გამოიღო ის, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შტურმი განხორციელდა ჟვანიას მიმართ და ბევრი უნდა დაინტერესდეს რა გადაიტანა მან იმ დღეებში“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.