logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: დღესაც კი, ევროპარლამენტის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში და იქედან გააგრძელონ დებატები
- +

12 მაისი. 2021. 02:06

 

 

„გახსოვთ მოწოდებები, დღესაც კი, ევროპარლამენტის წევრებმა, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში, დაიკავონ თავიანთი ადგილები და იქედან გააგრძელონ დებატები, მსჯელობა, პოლიტიკური საქმიანობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„აქვე დაამატეს, რომ ზუსტად ეს არის ის დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, როგორსაც ისინი ისურვებდნენ, რომ იყოს საქართველო. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან ის ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც იმ პარტიების ნაწილში, რომლებმაც ხელი მოაწერეს, შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს საპარლამენტო ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner