გელა ზედელაშვილს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მაინც არ მეგონა, თუ მოვიდოდა. მოვიდა, დღეს დამიდასტურდა. აეგ არი შედეგი სოფელში ატეხილი კოცნა-პროშნისა. ამას ისე აკათებენ, აზრზე რომ მოდიხარ, უკვე გვიანია. მონატრებაც მესმის, ჩახუტების სურვილიც გამიგია, მაგრამ კორონა გამონაკლისს არ უშვებს.
ამ ეტაპზე მსუბუქად მიდის. იმედია, ბოლომდე ასე ,,ლაითად" გავა. ისე ძაან მურტალი რაღაც კი ჩანს.
სოფლებში მიხედეთ სიტუაციას (მე კახეთს ვუყურებ), პირბადეებს თითქმის არ ხმარობენ, ყველგან უპასუხისმგებლოდ დაბოდიალობენ - კორონა არა, ისაო!
ეგე თუ ისა!“, - წერს ზედელაშვილი.