ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. კუბილიუსის „ტვიტს“ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება.
„დილემის წინაშეა "ნაციონალური მოძრაობა" - დაემორჩილონ სააკაშვილის არაადეკვატურ ახირებებს თუ ყური უგდონ მათ უახლოეს დასავლელ პარტნიორებს ევროპის სახალხო პარტიიდან.
რა სირცხვილია, დეკლარირებდე, ბაქიბუქობდე, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალა ხარ და ამ დროს საკუთარ ევროპელ მეგობრებს ახვეწნინებდე - "აბა შვილო, გააღე პირი და ფაფა შეჭამე, თუ გინდა, რომ დიდი გაიზარდო", - წერს აბაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.