logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

12 მაისი. 2021. 02:30

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოდში არაბთა ჯგუფებმა სამ სინაგოგას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს.

 

ლოდის მერმა მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ლოდში პოლიციის დამატებითი ჯგუფები გაგზავნეს.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner