ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა სადიკ ხანმა განაცხადა, რომ ლონდონის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს გადახედავს.
აქვე, ლონდონის მერმა საფრანგეთს მომხდარის გამო თანადგომა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ტერორისტებს დაამარცხებს.
„მსურს, დავარწმუნო ლონდონის ყველა მცხოვრები, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმის ფონზე დღეს ჩვენი უსაფრთხოების ზომებს გადავხედავთ. მე და დედაქალაქის პოლიციის უფროსი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლონდონელების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", - განაცხადა სადიკ ხანმა.