ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლოდზეც. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
პოლიცია მოსახლოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან .
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში არეულობა გვიან ღამით დაიწყო. არაბმა მოსახლეობამ სინაგოგები გადაწვა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. ქალაქის მერის მოთხოვნით, ლოდში სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები გაგზავნეს.