logo_geo
eng_logo
ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
- +

12 მაისი. 2021. 11:11

 

 

ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა.

 

სულ ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

 

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ-აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner