ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:
„ღმერთო, რა შემზარავია!
ნიკა მელიას პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხიდან გამოსული ადამიანები ყვებოდნენ შემზარავ ამბებს ცემის, წამების, გაუპატიურების, მორგში ცოცხალი პატიმრის ჩაყვანისა და დღეების განმავლობაში მიცვალებულის ცხედარზე ზემოდან დაბმის შესახებ...
ციხიდან გამოსული ნიკა მელია ყვება შემზარავ ამბავს მასზედ, რომ საკანში ცუდი განათება იყო...“ - წერს ჯაბა ხუბუა.