logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ
- +

12 მაისი. 2021. 13:28

 

„მინდა დავაზუსტო, ჩვენი შეფასებით, მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

 

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდეგი აღმავლობა იყოს. ძალიან არ გვინდა, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ სიტუაციას აღარ მივუახლოვდებით.

 

ჩვენ ახლა გვაქვს იმისი ნახევარი შემთხვევების და ინფექციების, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა, რომელიც ხელს უწყობს ამ შემთხვევების მატებას და ესენია: პირველი, ის, რომ ჩვენთან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეფექტიანი ვაქცინაცია დაიწყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, რაც აიცრა თავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება იმდენი. ეს კარგია. მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. თუ დღეში 6-7 ათას ვაქცინაციას გავაკეთებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65% აცრილი იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner