გომბორის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.