logo_geo
eng_logo
ფატუ ბენსუდა: დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ ღაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის გამწვავებას
- +

12 მაისი. 2021. 14:40

 

 

„ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის დროს შესაძლოა, რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულებია ჩადენილი“, – ამის შესახებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლემ, ფატუ ბენსუდამ განაცხადა.

 

„დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით, ასევე ღაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის გამწვავებას და რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენას“,- განაცხადა ბენსუდამ.

 

ჰააგის სასამართლოს მოსამართლემ 3 მარტს გამოაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინელების მიერ დასავლეთ ნაპირზე, ღაზასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 2014 წლის შემდეგ ჩადენილ ქმედებებზე გამოძიებას იწყებს. ისრაელის ხელისუფლების თქმით, სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხის გამოსაძიებლად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner