logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: ქვეყნისთვისაა უკეთესი, მავნებელი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ ჩაიფერფლოს
- +

12 მაისი. 2021. 14:47

 

 

„„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ყველაზე უსინდისო პოზიცია“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, არადა, ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გამოვიდნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია და ახლა ამბობენ, შევალთ პარლამენტშიო. ასეთი უსინდისობა არასოდეს მომისმენია ქართულ პოლიტიკაშიც კი. თუ არ შემოვლენ, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, რომ ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს. ეს პარტია ამას იმსახურებს, რადგან მათი გამოსწორება არ იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner