ყაზანში სკოლაზე თავდასხმის დროს დაღუპულები დაკრძალეს. დღეს თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
სკოლაზე თავდასხმას, რომელიც 11 მაისს მოხდა, 9 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. ცეცხლი ამავე სკოლის ყოფილმა მოსაწვლემ, 19 წლის ილნაზ გალიაევმა გახსნა. ის სპეცრაზმმა დააკავა.