logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ძალისხმევის გაორმაგება
- +

15 ივლისი. 2016. 17:14


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს. ტერეზა მეის განცხადებით, ის შოკირებულია ნიცაში მომხდარი საშინელი თავდასხმის გამო.



პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება არკვევს, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.



დიდ ბრიტანეთში ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართება.



ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ძალისხმევის გაორმაგება. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება. მთავრობა ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად საჭირო დამატებით ზომებს განიხილავს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner