ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის სასამართლოში მელიას, სააკაშვილისა და უგულავას საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად ნიკანორ მელია, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილი, მელია და უგულავა ქართველი ხალხისგან ძალიან მალე მიიღებენ პასუხს.
„მოკლა გირგვლიანი, შემდეგ მკვლელობის შემსრულებლები შეიწყალა! სასტიკად სცემა ვალერი გელაშვილი, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა! გაფლანგა ხალხის ფული, მილიონობით ლარი საკუთარი სიამოვნებისთვის!
სასტიკად დაარბია აქციები, მოკლა დემონსტრანტები და ციხე გაავსო პატიმრებით. შემდეგ ამ ციხეში პატიმრებს სასტიკად აწამებდა!
2008 წლის ომის დროს უპატრონოდ მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცების გვამები!
კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველიდან საკუთარ დაცვას გაქცეული და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი!
ამ ყველაფრის შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში უჩივის საქართველოს და ამბობს, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი! ჩვენ, ქართველი ხალხი დავბრმავდით? მოკლე მეხსიერება გვაქვს? ძალიან მალე მიიღებთ საკადრის პასუხს!“ - წერს ნიკოლეიშვილი.