საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, სადაც ამ დრომდე უამრავი დაზარალებული იმყოფება, განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს. ნიცას მერიის ცნობით, ტერაქტის დროს ქალაქის სანაპიროზე 30 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.