logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: 50 დაზარალებულის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა
- +

15 ივლისი. 2016. 17:54


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, სადაც ამ დრომდე უამრავი დაზარალებული იმყოფება, განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.



საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს. ნიცას მერიის ცნობით, ტერაქტის დროს ქალაქის სანაპიროზე 30 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.



ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner