logo_geo
eng_logo
„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა
- +

12 მაისი. 2021. 17:24

 

 

რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინური სამხედრო ჯგუფების სამიზნე ასევე გახდა გედერა, აშქელონი და ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებები.

 

გავრცელებული ცნობით, ბერშევაში და დიმონაში საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ისმის. „ჰამასმა“ დიმონას წინააღმდეგ, სადაც ისრაელის მთავარი ბირთვული რეაქტორია განთავსებული, 15 რაკეტა ისროლა.

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა საშინაო ფრონტის საგანგებო მდგომარეობის მზადყოფნის რეჟიმი ორი კვირით, ღაზის სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე გააფართოვა.

 

დღეს ისრაელში უსაფრთხოების კაბინეტი

ს სხდომა გაიმართება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner