logo_geo
eng_logo
მოსკოვი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს, რებეკა როსს, ქვეყნიდან აძევებს
- +

12 მაისი. 2021. 20:52

 

 

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანი რებეკა როსსი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, რებეკა როსსმა მათთან საუბარში დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთია იმ 10 ამერიკელ დიპლომატს შორის, რომელსაც რუსეთი ქვეყნიდან აძევებს.

 

შეგახსენებთ, 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

სანქციები, სხვა ზომებთან ერთად, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომლის შეერთებული შტატებიდან გაძევებას ითვალისწინებს, რომელთა შორის, ამერიკული მხარის განცხადებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან. ამის საპასუხოდ მოსკოვმა რუსეთში აშშ-ს საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner