logo_geo
eng_logo
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
- +

12 მაისი. 2021. 23:00

 

 

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ  რადიო „საუთ ალ-აქსა“ ავრცელებს.

 

ებრაული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 19:20 საათზე განგაშის სირენის ხმა ისმოდა ხოლონში, რიშონში, ლეციონში, იავნეში, შფელას ოლქსა და ისრაელის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის აშკელონში.

 

სასწრაფო დახმარების სამსახური სდეროთში სამი დაჭრილის შესახებ იუწყება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner