logo_geo
eng_logo
რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“
- +

13 მაისი. 2021. 00:57

 

 

„როგორც ცნობილია, თბილისის განვითარების ფონდი მოქმედებს პროექტითა და კონცეფციით „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რომელიც ძალიან კომპლექსური და მრავალმხრივია. ასევე ის მოიცავს ფაზებს, მშენებლობის ეტაპებს და ყველაზე დიდი მიზანი გახლავთ დიდი ტურისტული ზონების შექმნა და მისი განვითარება“, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის ის პრინციპი, როდესაც მესაკუთრეების ფართი კომერციულად იზრდება და არქიტექტურული ნაწილი ერთობლიობაში ჰპოვებას ამაღლებას როგორც ფასის ნაწილში, ისე არქიტექტურულ ნაწილში.

 

„როდესაც დაიწყო ამ კონცეფციის შემუშავება, თბილისის მერიის დახმარებით ფონდმა გამოაცხადა კვლევა, სადაც 2-მა კომპანიამ გაიმარჯვა. ესენია: „გეოგრაფიკი“ და „სპექტრი-21“. კონცეფხიაზე დაახლოებით დარგის 60 სპეციალისტი მუშაობდა; არქიტექტორები, სოციოლოგები, ფინანსისტები და ა.შ. ეს დოკუმენტი გახდა მისაღები მერიისთვის, რადგანაც დეტალურად აღინიშნა მთლიანი კონცეფცია „ახალი ტფილისის“ განვითარების, რითაც ჩვენ დღეს ვმოქმედებთ“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

 

მისივე თქმით, ამ პროექტის ძირითადი მიზანია იმ ავთენტურობისა და პირველადი სახის შენარჩუნება, რომელიც ისტორიულ ძეგლს გააჩნია.

 

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner