logo_geo
eng_logo
ისრაელში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
- +

13 მაისი. 2021. 01:24

 

 

 

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი ბავშვის დედა და 7 წლის და ჰოსპიტალიზირებული არიან.

 

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.

 

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner