„პარლამენტში შესვლა/არშესვლის დილემას, ნაცმოძრაობა განიხილავს წმინდა პრაგმატულ ჭრილში - საიდან შეიძლება მაქსიმალური ზიანი მიაყენონ საპარლამენტო მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონერებას. პასუხი მარტივია - ორივე პოზიციიდან“, -ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი, ნიკა მელიას მეთაურობით შევა პარლამენტში და საკანონმდებლო საქმიანობის პარალიზებას სხდომათა დარბაზიდან გააგრძელებს. ხოლო ნაწილი - პოლიტშაჰიდ აკო მინაშვილის "თამადობით" დარჩება ქუჩაში, რომ იქ არ გამოეპაროთ სარევოლუციოდ გამოსაყენებელი საინტერესო მოვლენები. მთლიანობაში - ეს ორივე ნაწილი გააგრძელებს თავის დესტრუქციულ საქმიანობას. ერთი, "დავარცხნილი" - თავისი დასავლელი მეურვეების გულების მოსაგებად, მეორე - "ჰასიდების" სახით, საქართველოს სახელმწიფოს დამშლელთა გეგმების ასაწყობად.
ხოლო მცირე ნაწილი, ვისაც ამ საგიჟეთში მონაწილეობა მობეზრდა, გამოვა ნაცების რიგებიდან და რომელიმე საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს შეუერთდება. წყალი სველია, ბალახი მწვანეა - ეს არის და ეს...“, - წერს ანალიტიკოსი.