logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის
- +

13 მაისი. 2021. 10:55

 

 

ლაშა ჟვანიამ განმარტა, რა ვითარებაა ისრაელში. ამ თემაზე საქართველოს ელჩმა ისრაელში „იმედის დილაში“ ისაუბრა. ელჩის თქმით, ქართველებს ერთმანეთთან და საელჩოსთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ჟვანია აღნიშნავს, რომ ისრაელში საქართველოს 15 ათასზე მეტი მოქალაქეა და მათ, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, ამის საშუალება აქვთ, თუმცა, ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

 

„დღეს არის 3 რეისი. ერთი ახლა სრულდება. სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის. მძიმე მდგომარეობა კი არის, მაგრამ არ არის იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს ევაკუაცია“, - განაცხადა ჟვანიამ.

 

ახლო აღმოსავლეთში 2014 წლიდან ისრაელისა და პალესტინას შორის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი დაიწყო. იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშების განხორციელება დაიწყო. ისრაელის ძალებმა კი პალესტინის მიმართ ავია იერიშებს ახორციელებს. არიან დაღუპულები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner