ფრანგული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში შევარდა და სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნიცას მცხოვრები, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მამაკაცია.
ევროპული მედიასაშუალებების ცნობით, მუჰამედ ლახუაიეჯ ბუხლელია საფრანგეთის მოქალაქე არ ყოფილა. მას მხოლოდ საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჰქონდა მინიჭებული.