logo_geo
eng_logo
ლაშა-გიორგის უნიკალური მონეტა
- +

15 ივლისი. 2016. 19:19


ლაშა-გიორგის სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი, სწორი ჭედვისაა. 1208-1210 წლებში საქართველოს სამეფო სამხრეთის მიმართულებით, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ აწყობს ძლევამოსილ ლაშქრობებს, რომელშიც თვით მეფე ლაშა-გიორგი მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უნდა მომხდარიყო მეფის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, მისი 1210 წელს საზეიმოდ  კურთხევა. მონეტაზე აისახა ქვეყნის რეალური პოლიტიკური ვითარება.

ამ მონეტის ტიპი - მთელი ტანით აღმართული მეფის გამოსახულება - იმეორებს ბიზანტიური მონეტის ტიპს. თუმცა, ზედწერილი მასზე ქართული და არაბულია.

"მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი",- მემატიანე ლაშა-გიორგის დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner