logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას
- +

13 მაისი. 2021. 15:53

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ძალადობა, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ქალაქების ქუჩებში ებრაელებსა და არაბებს შორის ხდება, მიუღებელია.

 

„ის, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ქალაქებში ხდება, მიუღებელია. არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას,“- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

შეგახსენებთ, ისრაელის ქალაქებში ებრაელებსა და არაბებს შორის დაძაბულობა გაიზარდა და ქუჩის ძალადობაში გადაიზარდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 370-ზე მეტი ადამიანი, დაშავებული პოლიციელების რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner