ავტორი თეა ფირცხალავა
«Ликует столица Грузии, ликует вся страна!»
დღეს შესრულდა 40 წელი იმ ბედნიერი დღიდან, როდესაც 1981 წლის 13 მაისს ჩვენი სახელოვანი და საამაყო თბილისის „დინამო“ ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა და დიუსელდორფში ანგარიშით 2:1 დაამარცხა იენის „კარლ ცაისი“.
თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებით „გაგიჟებულმა“ კოტე მახარაძემ პირდაპირ ეთერში შესძახა: „Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!“ და ის სიტყვები, რომლებიც საქართველოს გამარჯვებით გამოწვეული სულის ამოძახილი იყო, დღესაც კი პირზე აკერია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს ზეობით ხარობს...
ეჰ, იმ დროს „დინამოს“ ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი ზეპირად ვიცოდით, მათ დანახვაზე სიამაყით ვივსებოდით და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით საყვარელ გუნდს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ფეხბურთის თითოეულ ქომაგს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მათთან ერთად ვისურვებ, რომ მალე დაგვიბრუნდეს იმგვარი ფეხბურთი, იმგვარი სიხარული და იმგვარი გამარჯვებები!!!