logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: ისრაელში მეტად რთული ვითარებაა, ჩვენ მიმართული ვართ პროცესების დეესკალაცისკენ
- +

13 მაისი. 2021. 16:50

 

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ისრაელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, დიალოგი შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია.

 

„მეტად რთულია ვითარება, პრეზიდენტ ბაიდენს და ადმინისტრაციის წამყვან წევრებს ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია. ჩვენ მიმართული ვართ იმისკენ, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. როგორც მოგეხსენებათ, დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ამას მოვუწოდებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner