logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთის პრინცესა ამირა ალ-ტავილის ცხოვრების დეტალები
- +

15 ივლისი. 2016. 19:48


 

საუდის არაბეთის 33 წლის პრინცესას ამირა ალ-ტავილის ცხოვრება ზღაპარს მოგაგონებთ. მის წარმატებულ და უზრუნველ ცხოვრებას ბევრი შენატრის. თუმცა ეს წარმატების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი როდი იყო. პრინცესას უამრავი სირთულის გადალხვა მოუხდა.

 

ამირა საუდის არაბეთის პრინცის ცოლი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, 2014 წელს მათი ქორწინება კრახით დასრულდა. როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, ალ-ტავილი პრინცის მესამე და იმ მომენტისთვის ერთადერთი ცოლი იყო. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავდა, პრინცს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. საქორწინო კონტრაქტში სპეციალური პუნქტიც კი ყოფილა იმასთან დაკავშირებიღ, რომ ამირას შვილების გაჩენა არ შეეძლო. შესაძლოა, სწორედ ეს იყო წყვილის დაშორების მიზეზი.

მიუხედავად ამისა, პრინცესა ამირა, როგორც პროგრესულად მოაზროვნე ქალბატონი, სასოწარკვეთას არ მისცემია. დღესდღეობით ის აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში, კერძოდ კი, იბრძვის ქალების უფლებებისთვის, რომელიც საუდის არაბეთის ქალებს მისცემს განათლების მიღების, თანამედროვედ ჩაცმისა და ასევე ავტომობილის მართვის საშუალებას.

 

 

ამირა ერთ-ერთი პირველია თავის სამშობლოში, რომელმაც უარი თქვა ტრადიციულ აბაიაზე და ელეგანტურ სამოსს მიანიჭა უპირატესობა.

 

მან ძალიან გემოვნებიანად შეუხამა ერთმანეთს ევროპული ელეგენტურობა და აღმოსავლური ფუფუნება.

 

პრინცესა ძალიან განათლებულია. მან ამერიკაში ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტი დაამთავრა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების დარგში ხარისხიც მიიღო, ეს ფაქტი კი არ შეიძლებოდა არ ასახულიყო მის მსოფლმხედველობაზე.

 

ამირა ალ-ტავილი ერთ-ერთი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე გახლავთ. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს სიღარიბესთან ბრძოლას, ასევე ქალების უფლებების დაცვას სხვადსხვა ქვეყნებში.

 

ამბობენ, რომ ამირა საუდის არაბეთის აქტივისტთან, მანალ ალ-შარიფანაც მეგობრობს. სწორედ ამ უკანასკნელმა ატვირთა იუთუბზე ვიდეო, სადაც ის ავტომობილს მართავს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ ფაქტის გამო გოგონა ერთი კვირით დააპატიმრეს. ალ-ტავილი საჯაროდ აღიარებს, რომ ალ-შარიფს უშიშარ ქალად მიიჩნევს.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამირას მართვის საერთაშორისო მოწმობაც კი აქვს. ის თავად მართავს ავტომობილს და საკუთარი მანქანით სამოგზაუროდაც კი დადის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner