logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობისგან თავშეკავებით უკან დაიხია და შეცდომა აღიარა
- +

13 მაისი. 2021. 17:40

 

 

„პარლამენტმა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას მუშაობის მანდატი ერთი თვით გაუხანგრძლივა. რამდენიმე თვის, წინ როდესაც კომისია იქმნებოდა, რა თქმა უნდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ოპოზიციამ უკან დაიხია და საგამოძიებო კომისიაში ჩართვისგან თავი შეიკავა (ამ დროისთვის კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან), მათ ფაქტობრივად, აღიარეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ აპელირების დროს ცდებოდნენ,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარს მიზანმიმართულად აცხადებენ:

 

„ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით ხელთ აქვთ მძლავრი ბერკეტი, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ, მაგრამ ისინი შესაძლებლობაზე უარს ამბობენ. მიზეზი მარტივია, საგამოძიებო კომისია მარტივად დაამტკიცებს მათ ტყუილს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული გახლავთ აბსურდი, ეს პირველ რიგში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომლებიც მიზანმიმართულად აცხადებენ უარს კომისიაში მუშაობაზე. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი უფრო შორს წავიდა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობას ვეღარ ხედავს, არადა, რამდენიმე თვის წინ, კომისიის შექმნას სწორედ ისინი ითხოვდნენ.

 

რას ვიზამთ, ასეთი არასერიოზული ოპოზიცია გვყავს, დღეს ერთს ითხოვენ, ხვალ მეორეს. კარგია, რომ ოპოზიცია მიხვდა მთავარს, არჩევნები არ გაყალბებულა, მათი პარლამენტში შესვლაც ამის დადასტურებაა, მაგრამ ცუდია, რომ ისინი გაურბიან საკუთარ პასუხისმგებლობას და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner