logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ღმერთო, დაიფარე ისრაელი!
- +

13 მაისი. 2021. 17:45

 

 

1974 წელი იყო, სურამიდან წამოსულებს, ხაშურის რკინიგზის სადგურში ბათუმის მატარებლის მოსვლამდე კარგა ხანს მოგვიწია   ლოდინი. მახსოვს, ამ დროს  ბაქანზე მოსკოვის მატარებელი ჩამოდგა და ერთ ვაგონს ხალხი მიაწყდა, იქიდანაც გადმოვიდნენ  კაცები, ქალები ბავშვები, დიდები, პატარები, ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, რაღაცას ყვიროდნენ, მერე იქვე, ბაქანზე რამდენიმე  დაემხო და  მიწას კოცნიდა... გაშტერებული ვუყურებდი და ვერ გამეგო, რა ხდებოდა. მერე ჩვენმა გამცილებელმა გვითხრა -  სურამელი ებრაელები თბილისელ ებრაელებს აცილებენ, მალე ესენიც წავლენ, სახლები უკვე გაყიდეს და თავიანთ სამშობლოში ბრუნდებიანო...

 

ღმერთო, დაიფარე ისრაელი!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner