logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში, მას ქუჩაში, წესით, არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს
- +

13 მაისი. 2021. 18:32

 

 

„როდესაც პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში, მას ქუჩაში, წესით, არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„უნდა დავაკვირდეთ, რა რეალური განზრახვა აქვთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს. ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ, რომ ამ დღეებში გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უფრო ფართო შემადგენლობით, წარმომადგენლები იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდანაც და გვქონდა ძალიან კონსტრუქციული ორი დღე, სადაც ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე. მეორე მხრივ, ახლა გვესმის, რომ პარლამენტში მუშაობა და ქუჩის აქციები ერთმანეთს არ გამორიცხავს. წესით, გამორიცხავს. თუ პოლიტიკური კულტურის კუთხით შევხედავთ დემოკრატიული პროცესს, როდესაც პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში, მას ქუჩაში, წესით, არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება რადიკალიზაცია, აქციები, პიკეტირება და ა.შ. თუ რადიკალიზაცია და პიკეტირება უნდათ, ასეთ ძალას პარლამენტში, წესით, არაფერი ესაქმება. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები უნდა ჩამოყალიბდნენ, რა გზაზე დგანან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner