logo_geo
eng_logo
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა
- +

13 მაისი. 2021. 20:25

 

 

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა.

 

შენობაში „ჰამასის“ ათობით წარმომადგენელი იმყოფებოდა. ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ განადგურებული ობიექტი „ჰამასის“ დაზვერვის ქსელის მთავარი სამეთაურო ცენტრი იყო.

 

„გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს „ჰამასის“ დაზვერვის სამხედრო შტაბზე. თავდასხმის დროს შენობაში ტერორისტული ორგანიზაციის ათობით წარმომადგენელი იმყოფებოდა“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner