logo_geo
eng_logo
ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება
- +

13 მაისი. 2021. 20:49

 

 

„ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ, როცა ან არ გვინდა, რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში „ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოსახლეობისთვის  ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. 

 

ნინო ზამბახიძის განმარტებით, არამერქნული ტყის პროდუქტებით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

 

„არამერქნულზე ასეთი ამბავია:

 

- ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება!

 

- წლებია ბიზნესოპერატორები მეწარმეები ითხოვდნენ ლიცენზიას, რომ გამოეყენებინათ არამერქნული ტყის პროდუქტები. არსებული ცვლილებით ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობა დაიშვა რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

 

- არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

 

ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთ წლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები!“, - წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner