„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა, ნიადაგის მულჩირების სამუშაოები კი - 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
„დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.
განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.
კონკრეტულად: განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.
რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.
განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.
აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.
26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.
4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.
თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.
სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.
ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.
100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“, - წერს კახა კალაძე.