logo_geo
eng_logo
პალესტინური მხარის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმებს ღაზას სექტორში 87 ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 მაისი. 2021. 23:45

 

 

ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმებს ანკლავში 87 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 530-ს შეადგენს.

 

პალესტინური მხარის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, საჰაერო ოპერაციის შედეგად ღაზას სექტორში გარდაცვლილია 18 ბავშვი.

 

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და პალესტინური რადიკალური მოძრაობის, „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა.

 

„ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ისრაელის ქალაქებში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner