შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელძღვანელი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაზე უხერხული ამბავი ის არის, რომ ტყუილს ტყუილზე ისე ამატებენ, რომ ოდნავი სირცხვილის გრძნობაც არ აქვთ.
დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის და „ტვ პირველის“ სასამართლო პროცესის მოსამზადებელი პროცესი გაიმართა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ჩემთან ერთად მყოფი პატრულ-ინსპექტორისა და მისი წარმომადგენელის ინტერვიუ ჩავაწერინე.
რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი კომენტარის მიცემაზე. მას შემდეგ, რაც ჩასაწერად გავემზადეთ, ჟურნალისტისთვის პრიორიტეტული სხვა რესპონდენტი აღმოჩნდა.
ოპერატორს დაყენებული კამერა მოახსნევინა და სასამართლოს შენობის გარეთ გაიქცა. მე მას ავუხსენი, რომ სამსახურში მეჩქარებოდა და დიდხანს ვერ დაველოდებოდი, მიუხედავად ამისა, მან ოპერატორთან ერთად ტერიტორია დატოვა.
ასე რომ, თუ ჟურნალისტი პრიორიტეტს სწორად ვერ საზღვრავს, არ მაქვს ვალდებულება მას ველოდო.
რაც შეეხება ჩვენებას, დიახ, ვადასტურებ, რომ დღეს მე გამოვიკითხე სასამართლოში და მივეცი ჩვენება.
ამ საქმეში კი რა იყო ტყუილი და რა მართალი ამას სასამართლო დაადგენს - დაველოდოთ.
P.S. ჩემი გაქცევის კადრებს ველოდები სიუჟეტში”, - წერს კოვზიაშვილი.