„ვაქცინაციის რეგისტრაციის დროს ის ხარვეზი, რაც იყო, უკვე აღმოფხვრილია, რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო.
„რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი უწყების IT - სპეციალისტები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრილიყო და ასევე, რომ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.