logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: არის პანდემია, თუმცა არის კარგი ამბებიც: აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა
- +

14 მაისი. 2021. 02:02

 

 

„არის პანდემია, თუმცა არის კარგი ამბებიც: აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა და 378 მილიონი დოლარი შეადგინა“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„პანდემიაა, მაგრამ ხალხი მუშაობს!

იმპორტიც გაიზარდა დაახლოებით 56 პროცენტით, მაგრამ კარგია, რომ ექსპორტის ზრდა სჭარობობს იმპორტის ზრდის მაჩვენებელს!

2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.  2020 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტი  53.7 მლნ. აშშ. დოლარით  გაიზარდა და 1,531 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა“, - წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner