„ეს ჯანსაღი ოპოზიციური აქტივობა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის შედეგია, თორემ მანამდე ოპოზიციიდან ეს პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ და ფსევდობოიკოტის იდეა მოიგონეს“, - ამის შესახებ ანალტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს ექვსი თვე რას აკეთებდნენ და რაში დახარჯეს? ესაა საკითხავი. ესენი უწოდებდნენ ბოიკოტს, მაგრამ აცდენდნენ პარლამენტს, ხელფასს მაინც იღებდნენ და ბოლოს შევიდნენ.
ამ ფრაქციასთან დაკავშირებით კიდევ მეორე შეკითხვაცაა, საქართველოში როდემდე უნდა გაგრძელდეს მრავალპარტიაგამოვლილ პოლიტიკოსთა ავანსცენაზე ყოფნა? საზოგადოებამ ყველაფერი იცის, სად იყო შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი.
რაც შეეხება „ლელოს", კიდევ ერთი შეკითხვა იბადება, შეძლებს კი ეს პარტია სააკაშვილის ჩრდილიდან საბოლოოდ გამოსვლას? დაველოდოთ მათი ქმედებებიდან გამოჩნდება. ვისურვებდი, რომ კონსტრუქციული ოპოზიციური პარტია იყოს და არა დესტრუქციით დაკავებული, როგორც ეს „ნაცმოძრაობას" ახასიათებს.
ეს ჯანსაღი ოპოზიციური აქტივობა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის შედეგია, თორემ მანამდე ოპოზიციიდან ეს პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ და ფსევდობოიკოტის იდეა მოიგონეს, რომელიც უმეტესობამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ფიასკოსთვის იყო განწირული.
იმიტომ, რომ შეუძლებელია, „ნაცმოძრაობა" და მასზე მიტმასნილი პოლიტიკური პარტიები თავიანთ პოლიტიკურ აქტივობებში თანმიმდევრულნი და ლოგიკურნი იყვნენ. ოპოზიციურ სპექტრს კი კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ სააკაშვილის მოჯადოებულ პოლიტიკურ სივრცეს გასცდნენ, ეს მათთვის მომავალში უკეთესი იქნება“, - წერს ანალიტიკოსი.