ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სახმელეთო და საჰაერო ძალები ახლა შეტევას ახორციელებენ ღაზის სექტორზე“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
„ეს ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.