logo_geo
eng_logo
აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა
- +

14 მაისი. 2021. 10:24

 

 

 

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

 

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის განაცხადებთ, ამერიკულმა პერსონალმა ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

 

ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს.

 

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner